skip to main |
skip to sidebar
პროექტის სახელი:"ოცდაექვსი საუკუნის წინათ..."პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ინფორმაცია ქართული ენის წარმოშობისა და განვითარების შესახებ.პროექტის სრული აღწერა: თავდაპირველად, მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით, განისაზღვრა კონფერენციის თემა. მოიძიეს წყაროები, მასალები. თითოეული თემის საბოლოო დახვეწის შემდეგ მომზადდა პრეზენტაცია. პარალელურად მიმდინარეობდა მუშაობა ნინო ნაკაშიძის მოთხრობის "უღუ და თეთის" წარმოდგენაზე. კონფერენციაზე ინსცენირებული სცენა წარმოადგენდა ენის წარმოშობის ვერსიას - თუ როგორ ცდილობს პირველყოფილი ადამიანი დაარქვას საგნებს სახელები, გადმოსცეს საკუთარი შეგრძნებები. კონფერენციაზე წამყვანი ცდილობდა მსმენელი გაეხადა აქტიური და უზრუნველეყო მათი ჩართულობა, ენისა და დამწერლობის განვითარების საწყისამდე მიეყვანა ისინი. თემის პრეზენტაცია მოხდა ისტ-ის გამოყენებით. პრეზენტაციის პარალელურად მიმდინარეობდა მოძიებული ფოტო და საკონფერენციო მასალის დემონსტრირება ეკრანზე.
მონაწილეთა ასაკი/კლასები: 10-16 წელი/VI-Xკლასებივადების ხანგრძლივობა: წლის განმავლობაშიპროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალებისა და წყაროების მოძიება, კვლევის მასალის კლასიფიკაცია და პრეზენტაცია, ელექტრონული ვერსიის შექმნა.მოსალოდნელი შედეგები: მიღებული ცოდნის დემონსტრირების, დამუკიდებელი აზროვნების, წერითი და ზეპირი მეტყველების, აუდიტორიის წინაშე საკუთარი
მოსაზრების პრეზენტაციის, წყაროებისა და ლიტერატურული მასალის დამოუკიდებლად მოძიების, სხვათა აზრების შეჯერებისა და ანალიზის, საკუთარი პოზიციის გამოკვეთის, ოპონენტებთან კორექტული დამოკიდებულების გამომუშავების უნარების ჩამოყალიბება.სარგებელი სხვებისათვის: აუდიტორია აქტიური და ჩართულია კონფერენციის მუშა პროცესში; გაჩნდა უამრავი კითხვა, დეტალების გარკვევის, მეტი ინფორმაციის მიღების სურვილი, რამაც მოსწავლეებს მისცა ბიძგი მეტი ცოდნა მიიღონ მოცემულ თემასთან დაკავშირებით.სამუშაო ენა: ქართული საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა, ქართული ლიტერატურა, ხელოვნებამონაწილეები სხვა სკოლებიდან: ბათუმის მე-7 საჯარო სკოლაპროექტის ფასილიტატორი: ნინო მეტრეველიფასილიტატორის ელ-ფოსტა:ninometreveli06@gmail.comპროექტის ფორუმი:პროექტის ვებ-გვერდი:
Комментариев нет:
Отправить комментарий